ნიკა მელიას საქმე

მელია: ნურავის აქვს იმედი, რომ ამ გირაოს ვინმე ან შეაგროვებს ან შეიტანს – გამორიცხულია

ტყუილად ნურვის აქვს იმედი, რომ ამ გირაოს ვინმე ან შეაგროვებს ან შეიტანს – გამორიცხულია. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვინმემ რაიმე სახით ეს გირაო [შეაგროვოს], ჯერ ერთი, ჩემი და ჩემი ადვოკატის გარეშე ამ გირაოს ვერავინ შეიტანს შესაბამის ანგარიშზე, გამორიცხულია...

ამბობს ენმ-ს ლიდერი, ნიკა მელია ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში". საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უწყების განცხადებაში წერია, სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასა და პატიმრობის შეფარდებაზე მიმართავენ. 

კომენტარები