არჩევნები 2020

ბოკერია: მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია იდეის გადარჩენა, რომ არჩევნებია მთავრობის შეცვლის გზა

ევროპული საქართველოს და სხვა მთელი სპექტრის, მცირე გამონაკლისებით, პოზიცია არის იგივე, რაც ჩვენ მივიღეთ, რომ მხოლოდ ვადამდელ ნორმალურ არჩევნებს შეუძლია განმუხტვა ამ კრიზისის და გადარჩენა ამ ქვეყანაში იდეის, რომ არჩევნებია გზა ხელისუფლების შეცვლის ან ხელისუფლების შენარჩუნების და არა რაიმე სხვა და არა შეგუება იმასთან, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს, ის წყვეტს როდის დათმობს ძალაუფლებას. ამისთვის საჭიროა ვადამდელი ნორმალური არჩევნები და ამის ნაწილი აუცილებლად უნდა გახდეს პოლიტპატიმრების განთავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციისა და რეგულაციების ცვლილებით და ამის ნაწილი შეიძლება გახდეს სისტემის ცვლილებაც...

ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები