საქართველოს საპატრიარქო

ხუთშაბათს, 11 თებერვალს, წმიდა სინოდის სხდომა გაიმართება

საქართველოს საპატრიარქო

ხუთშაბათს, 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს, თუმცა, არ აკონკრეტებს, რა თემებს განიხილავს სინოდი.

"მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა". – წერია საპატრიარქოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები