ინდოეთი

ინდოეთში ჰიმალაიდან მოწყვეტილმა მყინვარმა კაშხალი დააზიანა [Video]

ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში ჰიმალაიდან მოწყვეტილმა მყინვარმა, კაშხალი დაზიანა და წყალდიდობა გამოიწვია. კაშხლის დაზიანების შემდეგ წყლის ძლიერი ნაკადი ხეობაში სწრაფად დაეშვა. ბუნებრივი კატასტროფა უტარახანდის შტატში მოხდა. შტატის მთავრობის განცხადებით, 125 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

დაკარგულთა უმეტესობა კაშხლის სიახლოვეს არსებულ ელექტროსადგურზე მომუშავე ადამიანები არიან. ამ დროისთვის მაშველებმა 16 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. მახლობელი სოფლებიდან დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია. ექსპერტების ჯგუფმა მყინვარის მოწყვეტის მიზეზის გამოკვლევა დაიწყო.

კომენტარები