დიდთოვლობა

მეხანძრე-მაშველებს გოდერძის უღელტეხილზე, დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი მოქალაქეები გამოჰყავთ

მეხანძრე-მაშველები 7 საათია,  დიდთოვლობის გამო, გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილ მოქალაქეებს ეხმარებიან.  ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით,  საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-დან შესული ინფორმაციის თანახმად, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრზე მყოფი ავტომობილები ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება

"ადგილზე მისული სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, ზემოთ ხსენებულ ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ საბუქსირე საშუალებით დახმარება გაეწია 8 ავტომობილს, რომლებმაც უკვე გააგრძელეს სვლა. 2 ავტომობილის მგზავრები სამაშველო ჯგუფის მიერ გადაყვანილ და დაბინავებულ იქნა უახლოეს სასტუმროში უსაფრთხოდ. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები კიდევ 5 ავტომობილს და მის მგზავრებს ეხმარებიან გზის გაგრძელებაში.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სიტუაცია სრულად კონტროლდება და ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება". - წერია უწყების განცხადებაში. 

კომენტარები