დიდთოვლობის გამო, ახალციხეში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) შეჩერებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
"პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე ჩაწერილი კანდიდატების მიმართ დისკვალიფიკაცია არ გავრცელდება და გადახდილი თანხა სრულად შეუნარჩუნდებათ. კანდიდატებს, გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღის შესახებ დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად ეცნობებათ.
გაითვალისწინეთ, რომ დიდთოვლობის გამო, შესაძლოა სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებშიც საგამოცდო პროცესი შეფერხდეს. გთხოვთ, გამოცდაზე გასვლამდე, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე - 1272" - წერს მომსახურების სააგენტო.





