დიდთოვლობა

შსს: ქედაში მეწყერი ჩამოწვა, ხულოში - ზვავი, დაიღუპა 2 ადამიანი, აქედან ერთი პოლიციელია

მელანო ებრალიძე / აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი, თემურ ბარამიძე საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაიღუპა.

"ამავე რეგიონში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში, ჩამოწვა ზვავი და მოიყოლა ორი ადამიანი, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთ ადამიანი, მეორე კი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.

სტიქიის ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.

სტიქიაა, ასევე, დასავლეთ საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში, სადაც შესაბამისი სამსახურები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფია მობილიზებული" - აცხადებს შსს.

კომენტარები