მე-10 მოწვევის პარლამენტი

წულუკიანი: ჰარცელმა აღნიშნა, რომ განცხადება მისი პირადი პოზიციაა და არა ევროკავშირის

საქართველოს მთავრობა

პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის თქმით, ნიკა გვარამიას პირადი ნომრის გასაჯაროებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის აზრი მისი პირადი პოზიციაა და არა ევროკავშირის. წულუკიანმა ამის შესახებ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. 

"როგორც მან [კარლ ჰარცელმა] აღნიშნა, რომ მისი გუშინდელი განცხადება ჩემთან და ჩემს პოლიტიკურ განცხადებასთან დაკავშირებით, არის მისი პირადი პოზიცია, პირადი აზრი, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია". – თქვა წულუკიანმა.

კარლ ჰარცელმა თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ის თავის პოზიციაზე რჩება, თუმცა შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს იყო შანსი, ორივე მხარე დარწმუნებულიყო, რომ ესმით ერთმანეთის პოზიციები.

"არასასიამოვნო იყო გუშინ ამის ნახვა. ყველამ ვიცით, რომ პირადი ცხოვრების დაცვის უფლება ფუნდამენტური საკითხია და ეს არაეთიკურად მიმაჩნია". – ასე გამოეხმაურა თავდაპირველად კარლ ჰარცელი თეა წულუკიანის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან ნიკა გვარამიას ნომრის საჯაროდ გამოცხადებას. ჰარცელის სიტყვების შემდეგ, წულუკიანმა სურვილი გამოთქვა, რომ განცხადება მასთან ერთად განეხილა.

თეა წულუკიანი ნიკა გვარამიას ნომრის გამოცხადებით პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც პარლამენტში თავისი პირველი გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მობილურის ნომერი და მოქალაქეებს უთხრა, რომ ამჯერად დეპუტატის რანგში უპასუხებს.

კომენტარები