მთავრობის გადაწყვეტილებით, საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამით დღეიდან რესტორნები, სპორტული ინდუსტრია და კერძო საბავშვო ბაღებიც ისარგებლებენ. ამის შესახებ განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ.
"მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ სესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამა გარდა რესტორნებისა შეეხება სპორტის ინდუსტრიას, სპორტის ობიექტებს და კერძო საბავშვო ბაღებს, რამეთუ მათი მხრიდანაც იყო სერიოზული მოთხოვნა და ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც პანდემიის შედეგად დაზარალდნენ“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.
გიორგი გახარიას თქმით, სესხის სუბსიდირების პროგრამაში ჩართვა 2 000-მდე რესტორანმა ითხოვა, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო მოთხოვნა მხოლოდ რესტორნების მეოთხედს დაუკმაყოფილდა. დღეიდან კი მთავრობა პროგრამაში ჩართვის ტექნიკურ მოთხოვნებს ამარტივებს და ყველა რესტორანი შეღავით სარგებლობას შეუფერხებლად შეძლებს.
აქამდე სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით ტურისტულ ინდუსტრია სარგებლობდა.





