ეკონომიკა

სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნა

ეროვნული ბანკის მონეტარულმა საბჭომ რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნა. 

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის შემცირება კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევების მიზეზით დაიწყო. მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შერბილებისკენ პირველი ნაბიჯი სებ-მა გასული წლის 29 აპრილს გადადგა, მაშინ რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 8.5%-მდე შემცირდა, თუმცა მოგვიანებით შემცირების ტენდენცია საბაზისო 8%-ზე შემცირდა.

ეკონომიკური კრიზისის პირობებში საბაზისო განაკვეთის შემცირება პოპულარული ნაბიჯია, რადგან ბიზნესისა და საცალო სექტორის შედარებით იაფ და უწყვეტ დაკრედიტებას უზრუნველყოფს. ამის მიუხედავად, საქართველოში მონეტარული პოლიტიკის შერბილებას სხვა ასპექტებიც გააჩნია, კერძოდ კი ინფლაცია. 

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება სებ-ის მიერ განსაზღვრულ სამიზნე ნიშნულს. ამ პირობებში რეფინანსირების განაკვეთის შემცირება კი ინფლაციაზე დამატებით წნეხს ქმნის.

კომენტარები