კორონავირუსი და შეზღუდვები

გამყრელიძე: შეზღუდვების ერთბაშად მოხსნით 1 თვეში დავუბრუნდებით წინა თვეების მაჩვენებელს

დღეს ქვეყანაში ერთბაშად ყველა შეზღუდვა რომ მოიხსნას, ერთი თვის შემდეგ ჩვენ დავუბრუნდებით დაახლოებით იმ მაჩვენებლებს, რაც გვქონდა ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერში. ძალიან მძიმე ტალღა გამოვიარეთ, მოგეხსენებათ და არ გვინდა, ის ტალღა გადავიტანოთ. ქართველებს კარგი გამონათქვამი გვაქვს – "სიფრთხილეს თავი არ სტკივაო". ფრთხილად უნდა ვიაროთ. ყველა მომხრეა, რომ შეზღუდვები არ იყოს ან იყოს ძალიან ნაკლები, მაგრამ შეზღუდვების შემსუბუქება უნდა მოხდეს თანდათან და დაკვირვებითა და ეპიდსიტუაციაზე მონიტორინგით. ყველა შეზღუდვა უნდა მოხდეს მონიტორინგის საფუძველზე. ამაზე ბევრი მსჯელობა მიმდინარეობდა საკოორდინაციო საბჭოზე, სად უფრო მეტი რისკია... მოგეხსენებათ, რესტორნებში, გარდა შეკრებისა, სხვა რისკიცაა. როდესაც მივირთმევთ ალკოჰოლს, მერე შესაძლებელია, ბევრი ახლო კონტაქტი იყოს, აღარ მოვყვები ამას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რესტორნებიც გაიხსნება, სხვა ბიზნესიც გაიხსნება, მოხდება ეს  გარკვეული რიგითობით. ერთერთი მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტია...

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას.

კომენტარები