კორონავირუსი და შეზღუდვები

თურნავა: არავის უხარია რამის დაკეტვა, ჩვენი მოწოდება არის გახსნა, ამუშავება, ამოქოქვა

უნდა გვენდოს საზოგადოება, როგორც აქამდე გვენდობოდა და შედეგიც დაინახა, რომ ჩვენ ვმართავთ ამ სიტუაციას. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით გაგვიჭირდა მეორე ტალღის დროს, მაგრამ ესეც ავიყვანეთ კონტროლქვეშ, სწორედ აქეთკენ არის ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება მიმართული.

ჩვენ არ გვამოძრავებს სხვა არავითარი ლოგიკა, არავის უხარია რაიმის დაკეტვა, იმიტომ, რომ მთელი ჩვენი მოწოდება არის გახსნა, ამოქმედება, ამუშავება, ამოქოქვა. მაგრამ ამისთვის ზოგჯერ გვიწევს ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით სიარული.

მესმის, მოუთმენლობა, მესმის პრობლემები, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პირველი თებერვლის მასიური გახსნა არ იქნება ნეგატიურად ასახული ჩვენს ეპიდემიოლოგიაზე, იქნება ყველაფერი გეგმის მიხედვით და შემდეგ სხვა ნაბიჯებიც მოჰყვება უახლოეს პერიოდში...

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა TV იმედის ეთერში.

კომენტარები