არავინ არის დღეს ისე დაინტერესებული იმ შეზღუდვების სწრაფ მოხსნაში, როგორც საქართველოს მთავრობა და როგორც პირადად მე.
არასწორი, არაგონივრული და ნაჩქარევი მოხსნა არის პირდაპირი მიზეზი იმის, რომ შემდგომ მოგვიწიოს ისევ დახურვა. ამიტომ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქ ბალანსის დაცვა არის უაღრესად მნიშვნელოვანი.
ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ვირუსის გავრცელება ბევრად უფრო მართვადია და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პროცესს ვმართავთ, შემიძლია გითხრათ, რომ გეგმის ცოტა უფრო სწრაფად განხორციელების სერიოზული შესაძლებლობა გვაქვს...





