კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ყველაფერი მოსახლეობაზეა დამოკიდებული, უნდა დაგვიჯეროთ, რომ ვაქცინა უსაფრთხოა

საქართველო მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზას, ეს იქნება, დაახლოებით, 30 ათასი დოზა. საქართველოსნაირი ქვეყანა არის 200-მდე მსოფლიოში და ის, რომ პირველ ხუთეულში მიიღო ვაქცინა, ძალიან სერიოზული ძალისხმევა უნდა. მარტის თვეში ქვეყანა მიიღებს დამატებით დოზას 150 ათასიდან 300 ათასამდე. სავარაუდოდ, AstraZeneca-ს, რომელიც ასევე უმაღლესი კლასია.

ყველაფერი დამოკიდებულია მოსახლეობაზე, უნდა დაგვიჯეროთ, სხვა გზა არ არის, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო და რაც შეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაციაზე გადის პანდემიის დამარცხების გზა.

თქვა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები