კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: პოსტკოვიდური კვლევა 10 თებერვლიდან დაიწყება, 500 ადამიანი სრულად შემოწმდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში პოსტკოვიდური კვლევა 10 თებერვალს დაიწყება. მან აღნიშნა, რომ სრული მაშტაბით 500 ადამიანს სრულად გამოიკვლევენ.

"500 კოვიდგადატანილი შემოწმდება, როგორც კლინიკურად, ისე ინსტრუმენტულად ყველაფერზე - ფილტვი, გული, თირკმელი, ღვიძლი ტვინი, ყველაფერი იქნება შემოწმებული და ამ 500 ადამიანის კვლევის შედეგად დაიდება შედეგები, რეკომენდაციები, რომლითაც იხელმძღვანელებს სახელმწიფო პროგრამა და ამ პროგრამით ყველას, ვისაც ექნება პოსტკოვიდური სინდრომი, ექნება საშუალება, მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და უფასოდ ჩაიტაროს კვლევა. არც ერთ ქვეყანაში პოსტკოვიდიანებისთვის მომსახურება უფასო არ არის“, – განაცხადა ცერცვაძემ პირველი არხის ცნობით.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა აღნიშნა, რომ პოსტკოვიდური კვლევა პირველი თებერვლიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, "სამწუხაროდ, დაგეგმილი დღეები ზუსტად ვერ სრულდება ხოლმე. ძალიან ბევრი ტექნიკური სიძნელეები იყო დაკავშირებული ტენდერებთან, სხვადასხვა რესურსის მობილიზებასთან და ჩვენ ცოტა დავიგვიანეთ".

კომენტარები