მე-10 მოწვევის პარლამენტი

მელია: თითოეულ ჩვენგანს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება

ქართულმა ოცნებამ უნდა გაბედოს და გააკეთოს ის, რაც უნდა გააკეთოს. ოპოზიციამ უარი უთხრა, რომ ამ მასკარადში მონაწილეობას არ მიიღებს და მოპარული, გაყალბებული არჩევნების გაფორმებას ადგილი არ ექნება. უნდა შეუწყდეს თითოეულ ჩვენგანს უფლებამოსილება, ამაზე მეტად და ცხადად როგორ ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას იქ, სადაც მათ უამრავი დანაშაული ჩაიდინეს და ამის შემდეგ ოპოზიცია რას გააკეთებს, საზოგადოებასთან ერთად, დაინახავს ყველა, მათ შორის – ქართული ოცნება....

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების შეწყვეტის საკითხს 2 თებერვალს უყრის კენჭს

კომენტარები