მე-10 მოწვევის პარლამენტი

მდინარაძე: 2 თებერვალს პარლამენტი ოპოზიციის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას უყრის კენჭს

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების შეწყვეტის საკითხს 2 თებერვალს უყრის კენჭს. 

"ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ბოლო წუთამდე მივიყვანოთ შესაბამისი ვადა და გადაწყვეტილება, შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს მათ განცხადებებს 27-28 იანვარს, შემდეგ წარედგინება ბიუროს, 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს". – თქვა მდინარაძემ

მანდატების გაუქმების მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოსთვის არ მიუმართავს პარტია მოქალაქეებსა და გირჩის სამ წევრს. პარლამენტში უკვე შევიდა პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის 4 დეპუტატი, რომლებმაც ახალი პარტია, ევროპელი სოციალისტები დააფუძნეს.

ოპოზიცია ხელისუფლებისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს და საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. ამ დროისთვის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან საპარლამენტო მანდატებზე უმრავლესობას უარი აქვს ნათქვამი.

კომენტარები