არჩევნები 2020

ბოკუჩავა ჩავლეიშვილზე: პროტესტის ეს ფორმა არ არის საუკეთესო, თუმცა მესმის შინაარსის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრას ეხმაურება. ბოკუჩავას თქმით, მისთვის პროტესტის ეს ფორმა არ არის საუკეთესო, თუმცა ესმის შინაარსისა და რისხვის. 

"ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი ადამიანისთვის, პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა არ არის პროტესტის საუკეთესო ფორმა, თუმცა, აბსოლუტურად მესმის მისი შინაარსის და იმ რისხვის, რომელიც ადამიანებში არის იმიტომ, რომ მათ მოპარეს ყველაზე ძვირფასი, არჩევანის თავისუფლება". – თქვა ბოკუჩავამ.

დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე დააკავეს არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივას წევრი, ირაკლი ფანგანი.

გუშინ, 23 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივას და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ოპოზიციის საარჩევნო სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს. ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ენმ-ძალა ერთობაშიას საარჩევნო სიით. ჩავლეიშვილი ენმ-ძალა ერთობაშიას სიაში რესპუბლიკური პარტიიდან მოხვდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატის მიღების შემდეგ მან დატოვა რესპუბლიკური პარტიაც.

კომენტარები