არჩევნები 2020

დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის გამო აქტივისტი დააკავეს

ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე დააკავეს არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივას წევრი, ირაკლი ფანგანი. დაკავების ვიდეოს ავრცელებს არასამთავრობო ორგანიზაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ირაკლი ფანგანი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად დააკავეს, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დევნასა და ხულიგნობას გულისხმობს.

აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივას წევრებმა, ოპოზიციის საარჩევნო სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს. ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ენმ-ძალა ერთობაშიას საარჩევნო სიით. ჩავლეიშვილი ენმ-ძალა ერთობაშიას სიაში რესპუბლიკური პარტიიდან მოხვდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატის მიღების შემდეგ მან დატოვა რესპუბლიკური პარტიაც

კომენტარები