არჩევნები 2020

ჯაფარიძე: ნაგვის თავზე დაყრა არ არის გამოხატვის თავისუფლება, ჩვეულებრივი ძალადობაა

ტაბულა

"ნაგვის თავზე დაყრა არის ჩვეულებრივი ძალადობა". - გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრას ეხმაურება. 

"[ნაგვის თავზე დაყრა] არ არის გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება ნიშნავს ლაპარაკს და სიტყვებით აზრის გამოხატვას. ნაგვის თავზე დაყრა არის ჩვეულებრივი ძალადობა და მე ვარ ძალადობის წინააღმდეგი. არ უნდა დაემსგავსო იმას, ვისაც ებრძვი". - ამბობს გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი.

ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის გამო არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივას წევრი, ირაკლი ფანგანი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დევნასა და ხულიგნობას გულისხმობს. 

აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივას წევრებმა, ოპოზიციის საარჩევნო სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი გუშინ, 23 იანვარს  დააყარეს. ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ენმ-ძალა ერთობაშიას საარჩევნო სიით. ჩავლეიშვილი ენმ-ძალა ერთობაშიას სიაში რესპუბლიკური პარტიიდან მოხვდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატის მიღების შემდეგ მან დატოვა რესპუბლიკური პარტიაც

კომენტარები