არჩევნები 2020

გოცირიძე ჩავლეიშვილზე: ძალადობა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო არის ბოლშევიზმი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის ფაქტს ეხმაურება. გოცირიძე წერს, რომ ძალადობა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო ბოლშევიზმია.

"რაც ბათუმში მოხდა, არის სამარცხვინო საქციელი. ძალადობა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, თუნდაც არასწორი გადაწყვეტილების გამო, რაგინდ მიუღებელიც არ უნდა იყოს იგი, არის ბოლშევიზმი". – წერს გოცირიძე. 

აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივას წევრებმა, ოპოზიციის საარჩევნო სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს. ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ენმ-ძალა ერთობაშიას საარჩევნო სიით. ჩავლეიშვილი ენმ-ძალა ერთობაშიას სიაში რესპუბლიკური პარტიიდან მოხვდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატის მიღების შემდეგ მან დატოვა რესპუბლიკური პარტიაც

მომხდარს გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი. სამადაშვილი წერს, რომ "ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა, ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება".

კომენტარები