არჩევნები 2020

სამადაშვილი: ერთნაირად სამარცხვინოა ის, ვინც ნაგავს აყრის და ისიც, ვინც ამას მიესალმება

ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა, ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება

წერს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი facebook-ზე. სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივას წევრებმა, ოპოზიციის საარჩევნო სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს. ორგანიზაცია წერს, რომ ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის ერთიანობის მიუხედავად შევიდა, თუმცა ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა.

კომენტარები