მე-10 მოწვევის პარლამენტი

მდინარაძე პარტია მოქალაქეებზე: სასტიკად დაბულინგებულები არიან

პირდაპირ გეტყვით, დაბულინგებულებები არიან სასტიკად. მოქალაქეებსაც კი ამის ნიშნები აქვთ, რაც არ უნდა ეწყინოთ, მოლაპარაკების პროცესში ცოტა შეიძლება ზედმეტი იყოს, მაგრამ იმედია გაიგებენ. ალეკო ელისაშვილი რომ მოდის და 2-საათიანი შეხვედრის დროს 3-ჯერ თუ 4-ჯერ მოატრიალებს თემას, რომელსაც ვუჭრი და ვეუბნები, რომ არ შეიძლება ამ თემაზე ლაპარაკი – პოლიტპატიმარი მართლა არ ჰყავს ამ ქვეყანას, ხომ შეიძლება დაიჯეროთ, გავიგე, გარეთ ლაპარაკობთ. ხომ არ შეიძლება გარეჯის საქმეზე მაინცდამაინც პოლიტპატიმარი დაარქვა ადამიანს. 

ამის მიზეზი არ შეიძლება იყოს სხვა რამ, გარდა იმისა, რომ რაღაც ნარატივი დადის. რურუას ეძახიან პოლიტპატიმარს, სხვაზე რაზე ვილაპარაკო...

ამბობს ქართული ოცნების ღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე იმედის ეთერში. 22 ნოემბერს პარტია მოქალაქეების ლიდერები არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ შესაძლოა, პარლამენტში კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია ვიხილოთ.

კომენტარები