ინდოეთი

ინდოეთში ვაქცინის მწარმოებელ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა

BBC

დასავლეთ ინდოეთში მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდ მწარმოებელ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ დასავლური მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

პუნაში მდებარე ინდოეთის სერუმის ინსტიტუტის ჯერ კიდევ დაუსრულებელ შენობაში ხანძარი 21 იანვარს, შუადღეს გაჩნდა. 

როგორც კომპანია ამბობს, ხანძარი ვაქცინის წარმოებაზე არ იმოქმედებს. აქამდე არ არის ცნობილი, რამ გამოიწვია ხანძარი. ამ დროისთვის ხანძარი ჩამქრალია, თუმცა, პუნის მერის თქმით, 5 ადამიანი დაიღუპა. 

Covishield ერთ-ერთია იმ ორი ვაქცინიდან, რომელიც ინდოეთის ხელისუფლებამ გამოყენებისთვის დაამტკიცა. პროგრამა გასულ კვირას დაიწყო. ქვეყნის მიზანია, აგვისტოს დასაწყისამდე 300 მილიონამდე ადამიანი აცრას. 

BBC-ს ცნობით, ბევრი დაბალ- და საშუალოშემოსავლიანი ქვეყანა ასევე არის დამოკიდებული სერუმის ინსტიტუტის მიერ წარმოებულ AstraZeneca-ს ვაქცინაზე. 

ინდოეთი ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების მასშტაბით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანამ ინფიცირების 10.6 მილიონი შემთხვევა და 153 000-მდე სიკვდილი აღწერა.

კომენტარები