კორონავირუსი მსოფლიოში

ვატიკანი უსახლკაროებს COVID-19-ის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას სთავაზობს

Reuters

​ვატიკანში უსახლკარო ადამიანებს კორონავირუსის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას სთავაზობენ. ვაქცინაცია პავლე VI-ის ატრიუმში ტარდება, რომელიც პანდემიის გამო მეტწილად გამოუყენებელია.

როგორც ცნობილია, 25-მდე უსახლკაროს უკვე ჩაუტარდა ვაქცინაცია და უახლოეს დღეებში მათი რიცხვი გაიზრდება. 

კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაუკეთეს პაპ ფრანცისკესა და მის წინამორბედს, ბენედიქტსაც. პაპი ფრანცისკე 84 წლისაა, ხოლო მისი წინამორბედი – 93 წლის. ასაკის გამო ორივე რისკჯგუფშია

ვატიკანის ვაქცინაციის პროგრამა 13 იანვარს დაიწყო.

კომენტარები