კორონავირუსი მსოფლიოში

აშშ-ს შეირაღებული ძალები იმ ჯარისკაცებს გაათავისუფლებს, ვინც კოვიდვაქცინაზე უარი თქვა

Anthony Nelson/Department of Defense AP

ამერიკის შეერთებული შტატების ყველა დონის სამხედრო სამსახურმა დისციპლინარული მოქმედებებს დაიწყევს, რაც გულისხმობს ყველა იმ ჯარისკაცის გათავისუფლებას, რომლებმაც COVID 19-ის წინააღმდეგ სავალდებულო ვაქცინაციაზე უარი თქვა. 

26 იანვრის მონაცემებით, აქტიური ჯარისკაცების 96% სრულად არის აცრილი, ხოლო 3 350-მა ჯარისკაცმა უარი თქვა ვაქცინაციაზე.  მათ, ვინც მოითხოვეს სამედიცინო ან რელიგიური მიზეზის გამო აცრაზე უარი, დროებით, მანამ სანამ მათი მოთხოვნა განიხილება, გათავისუფლდნენ ვაქცინაციის ვალდებულებისგან.

"ჯარის მზადყოფნა დამოკიდებულია ჯარიკაცებზე, რომლებსაც შეუძლიათ, ჩაერთონ წვრთნებში, განლაგდნენ, იბრძოლონ და გაიმარჯვონ ომი ჩვენი ერისთვის. არავაქცინირებული ჯარისკაცი საფრთხეს უქმნის სამხედრო ძალებსა და მათ მზადყოფნას".- თქვა შეიარაღებული ძალების მდივანმა ქრისტინ ვორმუტმა.

პენტაგონმა  სამხედრო წევრების ვაქცინაციის მოთხოვნა გასულ ზაფხულს დაიწყო.

კომენტარები