კორონავირუსი

პაპ ფრანცისკეს Covid 19-ის ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთეს

რომის პაპი ფრანცისკე
Wallpaper Cave

პაპ ფრანცისკეს კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს

ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთეს მის წინამორბედს, ბენედიქტსაც.

მათ ვაქცინა ვატიკანის ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში გაიკეთეს რომელიც გუშინ, 13 იანვარს დაიწყო.

პაპი ფრანცისკე 84 წლისაა, ხოლო მისი წინამორბედი - 93 წლის. ასაკის გამო ორივე რისკჯგუფშია

ასევე, პაპ ფრანცისკეს ერთ-ერთი ფილტვის ნაწილი ახალგაზრდობაში ავადმყოფობის შემდეგ ამოუღეს. Reuters წერს, რომ ასაკის გამო ბენედიქტს აქვს სხვადასხვა დაავადება, მაგალითად, ართრიტი. 

გასულ კვირას რომის პაპმა თქვა, რომ ვაქცინა ყველამ უნდა მიიღოს:

"ეს ეთიკური არჩევანია, რადგან თქვენ თქვენს ჯანმრთელობას ეთამაშებით, თქვენს სიცოცხლეს, მაგრამ ასევე სხვების სიცოცხლეებსაც".

გასულ 24 საათში ვატიკანში კორონავირუსით ინფიცირების 37 შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარები