სანამ ქართულ პოლიტიკაში, ისევე, როგორც საქმიან ურთიერთობაში, ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, ამ ქვეყანას არ ეშველება. თავისი სახელი უნდა დაერქვას ყველაფერს. სანამ ახლა შენ არ დაამტკიცებ მეორე ბრალდებას, მეორე ტყუილს, რომ ბადრი ჯაფარიძე ქართულ ოცნებას შეხვდა... თქვენ ხართ მატყუარა. პირდაპირ გეუბნებით, მე არ დაგინახოთ ოპოზიციურ შეხვედრაზე მოსული. მე შენ ხელს არ ჩამოგართმევ, ეს იქნება პირველი მაგალითი ქართულ პოლიტიკაში, რომ ღირსებას, პასუხისმგებლობას და სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი...
tbl.ge/5dx2
დაკოპირდა

ამ სიტყვებით მიმართა ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარტია მოქალაქეების ლიდერ ალეკო ელისაშვილს რუსთავი 2-ის ეთერში. ალეკო ელისაშვილი ამბობდა, რომ ბადრი ჯაფარიძე ქართულ ოცნებას შეხვდა, ხაზარაძემ კი ამის დამტკიცება მოსთხოვა.
ამავე თემაზე
- ჯაფარიძე: მოლაპარაკებები უნდა აღდგეს იმ 4 პუნქტის გარშემო, რაც ბოლო 4 რაუნდია, მაგიდაზე დევს
- ვოლსკი: თამარ ჟვანიაზე ისე მსჯელობთ, გეგონება, რაღაც დააშავა და უნდა გადადგეს
- მელია: ძალიან მალე ახალი არჩევნები ჩაინიშნება – როგორც არასდროს, ისე ვართ ახლოს
- ლელო ოცნებას: მიიღეთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - შევთანხმდეთ ვადამდელ არჩევნებზე!
- დავით ბაგრატიონი: უკმაყოფილო ვარ მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების გამო