ეკონომიკა

2020 წელს ფულადი გზავნილების მოცულობამ რეკორდული 1.8 მილიარდი დოლარი შეადგინა

REUTERS

ეროვნულმა ბანკმა დეკემბერში პირდაპირი ფულადი გზავნილების სტატისტიკა გამოაქვეყნა. დეკემბერში ქვეყანაში 199.7 მილიონი დოლარი შემოვიდა. პირდაპირი ფულადი გზავნილები ქვეყნის ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი უმსხვილესი წყაროა, მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც, პანდემიის  გამო ქვეყანა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის გარეშე დარჩა. 

პანდემიამ გავლენა მოახდინა ფულადი გზავნილების მოცულობაზეც, თუმცა მოლოდინების საპირისპიროდ. პანდემიის საწყის ეტაპზე ვარაუდობდნენ, რომ განვითარებად ქვეყნებში ფულადი გზავნილების მოცულობა 30%-ით შემცირდებოდა. მართლაც მარტსა და აპრილში გზავნილების მოცულობა საგრძნობლად შემცირდა, თუმცა მომდევნო თვეებში კვლავ ზრდის ტენდენცია გამოვლინდა. 

გასულ წელს საქართველოში ჯამურად 1.88 მილიარდი დოლარის პირდაპირი ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც სტატისტიკის წარმოების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მაგალითად, 2019 წელს იმავე მაჩვენებელმა 1.7 მილიარდი დოლარი შეადგინა, ზრდა 188 მილიონი დოლარია. 

თვეების მიხედვით ფულადი გზავნილების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • იანვარი – 125 მილიონი დოლარი;
  • თებერვალი – 137 მილიონი დოლარი;
  • მარტი –  125.9 მილიონი დოლარი;
  • აპრილი – 79 მილიონი დოლარი;
  • მაისი – 131.8 მილიონი დოლარი;
  • ივნისი – 169.2 მილიონი დოლარი;
  • ივლისი – 188.7 მილიონი დოლარი;
  • აგვისტო – 184 მილიონი დოლარი;
  • სექტემბერი – 192 მილიონი დოლარი;
  • ოქტომბერი – 181.7 მილიონი დოლარი;
  • ნოემბერი – 169.9 მილიონი დოლარი;
  • დეკემბერი – 199.7 მილიონი დოლარი.

კომენტარები