ალ-კაიდა

პომპეო: ალ-კაიდას ირანში ახალი ბაზა აქვს

მაიკ პომპეო
The Economic Times

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებამ ალ-კაიდამ ირანში ახალი ბაზა შეიქმნა.

New York Times-მა ნოემბერში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ალ-კაიდას მაღალი რანგის ეგვიპტელი წევრი, აბდულა აჰმედ აბდულა იგივე აბუ მუჰამედ ალ მასრი, რომელიც აფრიკაში, ტანზანიასა და კენიაში აშშ-ს 1998 წლის ორი საელჩოს აფეთქების ორგანიზებაში იყო ბრალდებული, ისრაელმა ირანში გაანადგურა.

როგორც გამოცემა წერდა, ის 7 აგვისტოს, საელჩოებზე თავდასხმიდან ზუსტად 22 წლის შემდეგ, თეირანის ქუჩაში მოტოციკლზე მჯდომმა ორმა დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა. მაშინ ინფორმაცია არც აშშ-ს და არც ისრაელს არ გაუვრცელებია.

პომპეომ ვაშინგტონში პრესკონფერენციაზე პირველად საჯაროდ განაცხადა, რომ ალ მასრი 2020 წლის 7 აგვისტოს გარდაიცვალა.

პომპეომ თქვა, რომ მისი ყოფნა ირანში გასაკვირი არ იყო და აღნიშნა, რომ "ალ მასრის ირანში ყოფნა მიანიშნებს იმ მიზეზზე, რომ ჩვენ დღეს აქ ვართ... ალ-კაიდას აქვს ახალი საშინაო ბაზა: ეს არის ირანის ისლამური რესპუბლიკა".

ირანმა უარყო ეს ინფორმაცია და თქვა, რომ მის ტერიტორიაზე არ არიან ალ-კაიდას "ტერორისტები". ირანი ასევე უარყოფს, რომ ალ მასრი ირანში მოკლეს.

კომენტარები