კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 1 618 ახალი შემთხვევიდან 750 თბილისში დადასტურდა, 234 - იმერეთში, აჭარაში – 94

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 1 857 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 750 შემთხვევა თბილისში დადასტურდა, იმერეთში  – 234, აჭარაში – 94.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს – ქვემო ქართლში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 94 შემთხვევაა, შიდა ქართლში – 103, გურიაში – 35, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 126, კახეთში – 102, მცხეთა-მთიანეთში – 44, სამცხე-ჯავახეთში – 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი – 7. 

ქვეყანაში სულ ინფიცირების 12 772 აქტიური შემთხვევაა, მათგან 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

13 დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 243 255 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 227 611 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 846 კი გარდაიცვალა.

მეხუთე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა.

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

11 დეკემბერს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ შეზღუდვები 1-ელ თებერვლამდე გახანგრძლივდება. მისივე თქმით, 1-ელი თებერვლიდან ვაჭრობასა და ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნაზე მსჯელობენ.

კომენტარები