შსს

თბილისში 12 წლის მოზარდი 13 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა

ტაბულა

თბილისში, ნუცუბის პლატოზე 13-სართულიანი კორპუსის სახურავიდან 12 წლის მოზარდი გადმოვარდნილი იპოვეს, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. სამართალდამცველებმა ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები უკვე დაასრულეს, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა გადმოვარდნის მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები