ძირითადად, ორი პოლიტიკური ძალაა, ვინც ამ არჩევნების "ლუზერია", ანუ ამ არჩევნებში წაგებული მხარე. ევროპულ საქართველოს პარლამენტში შესვლაზე რანაირად უნდა ესაუბრო, როცა პარლამენტში მაინც ვერ შედის. საქმე ერთგვარ ნონსენსთან გვაქვს. ევროპული საქართველო პარლამენტში მაინც ვერ შედის და ჩვენ უნდა ვუმტკიცოთ, რომ გინდა, თუ არა, პარლამენტში უნდა შემოვიდნენ. არც პოლიტიკური ინტერესი გვაქვს და ზოგადად ნონსენსია იმ პარტიის პარლამენტში შემოსვლა, რომელიც პარლამენტში მაინც ვერ შემოდის...
არჩევნები 2020
კობახიძე: ევროპული საქართველო პარლამენტში მაინც ვერ შედის, შესვლაზე რანაირად უნდა ესაუბრო
tbl.ge/5d5g
დაკოპირდა

ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის ამ კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 31 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, ცესკოს მონაცემებით, ევროპულმა საქართველომ 3.79% მიიღო, რითიც პარლამენტში 5 დეპუტატი გაჰყავდა, თუმცა, მანდატებზე უარი თქვა. ქართული ოცნება, სხვა პარტიების მსგავსად, ევროპულ საქართველოს ფასილიტატორების მიერ ორგანიზებული შეხვედრების ფარგლებში ესაუბრება, რომელსაც მმართველი გუნდიდან სწორედ ირაკლი კობახიძე ესწრება
ამავე თემაზე
- ხაზარაძე ელისაშვილს: პირდაპირ გეუბნები, ოპოზიციურ შეხვედრაზე არ დაგინახო მოსული
- ვაშაძე ხვიჩია-ელისაშვილზე: მათი პოზიცია არღვევს მოლაპარაკებების შედეგით დასრულების შანსს
- მეგრელიშვილი: პროცესის ლიდერი იყო ბოკერია, უგულავა, ევროპული საქართველო, სხვები უყურებდნენ
- ბოკერია: ცილისწამების ნიაღვარს ოპოზიციაში დაპირისპირებად ასაღებენ, ასე არ არის
- მეგრელიშვილი: ვადამდელი არჩევნები დიდად არ გვაინტერესებდა