არჩევნები 2020

მდინარაძე მოლაპარაკებებზე: ეჭვები რომ გაქვთ, არ არის მაინცდამაინც იმ პარტიებთან საუბარი

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატმა და ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვაზე ფარულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით უპასუხა, რომ საუბრები მიმდინარეობს სხვადასხვა პარტიებთან, თუმცა ეს საუბარი არ არის ფარული, უბრალოდ განხილულ თემებზე საუბარი საჯაროდ დროებით არ შეიძლება.

"არის რაღაც საკითხები, რაც წამოიჭრა, დაანონსდა ასევე ელჩების თანდასწრებით, რომ იქნებოდა გარკვეული კომუნიკაციები.  თქვენ რომ ეჭვები გიჩნდებათ ხოლმე, არ არის მაინცდამაინც იმ პოლიტიკურ სუბიექტებზე საუბარი, შემიძლია ეს მინიშნება გავაკეთო. არის გარკვეული საუბრები, ეს არ არის ფარული, ეს არის საუბრები, რომელიც შეიძლება ხვალ და ზეგ საჯაროც გახდეს, იქიდან გამომდინარე რომ საჯარო გახდება ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების დეტალები". – ამბობს მდინარაძე


ოპოზიციური ლიდერების დიდი ნაწილი არ ადასტურებს მმართველ გუნდთან ფასილიტატორების გარეშე შეხვედრას. 

 

კომენტარები