არჩევნები 2020

კობახიძე: თითქმის ყველა პარტიასთან გვქონდა ორმხრივი შეხვედრები, დეტალები კონფიდენციალურია

ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტს დეპუტატის ანაზღაურებასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა. 

"მე მაგიტომ გეუბნებით, რომ დეპუტატებს აქვთ სურვილი შემოსვლის. ერთადერთი არის ბულინგი და შანტაჟი და ამისგანაც განთავისუფლდებიან". – თქვა ირაკლი კობახიძემ. 

უმრავლესობის ლიდერმა ამის შესახებ ჟურნალისტების კითხვების პასუხად ისაუბრა, რომელიც მის მიერ გუშინ, 29 დეკემბერს ღამის კურიერის ეთერში გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა. ირაკლი კობახიძემ ღამის კურიერის ეთერში თქვა, რომ ქართულ ოცნებას 5 პარტიასთან ჰქონდა ორმხრივი მოლაპარაკებები. 

"თითქმის ყველა პარტიასთან გვქონდა ორმხრივი შეხვედრები. ამას იმიტომ არ ვიტყვით, რომ ეს იყო ორმხრივი შეხვედრები, რაც დიპლომატების თხოვნით გაიმართა და ეს იყო კონფიდენციალური შეხვედრები. ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რომ არ ვიტყვით, ვის, როდის და რატომ შევხვდით. დანარჩენი გამოჩნდება ბოლოს, როდესაც შედეგები დადგება". – განმარტა ირაკლი კობახიძემ. 

ოპოზიციური ლიდერების დიდი ნაწილი არ ადასტურებს მმართველ გუნდთან ფასილიტატორების გარეშე შეხვედრას. 

კომენტარები