ეკონომიკა

სებ-მა $30 მილიონი გაყიდა, წელს ბანკმა ლარის გასამყარებლად სულ $873 მლნ დახარჯა

REUTERS

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქcიონზე 30 მილიონი დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა კურსმა 3.2752 ლარი შეადგინა. 

წელს ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ეროვნულმა ბანკი სავალუტო ინტერვენციების მთელი წლის განმავლობაში მართავდა. სულ სებ-მა წელს 26 სავალუტო აუქციონი გამართა, რომელზე 873 მილიონი დოლარი გაყიდა. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, ინტერვენციების საჭიროება მომდევნო წლის პირველ ნახევარშიც იქნება.

კომენტარები