არჩევნები 2020

კობახიძე პარლამენტში შესვლაზე: ოპოზიციაში აქვთ შიშები – დიდი შანსია, რომ იყოს კომპრომატები

ჩანს, რომ ვიღაცებს აქვს რაღაც ვალდებულებები "ნაცმოძრაობასთან", ევროპულ საქართველოსთან ან ვიღაცას აქვს რაღაცა შიშები. არის შემთხვევები, როდესაც აბსოლუტურად აუხსნელი არის ხოლმე კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული პარტიების ქცევები. არ მინდა, კონკრეტიკაში შევიდე, რომ მათ არ მოვუჭრა გზები.

რეალურად არის ერთი პარტია, მეორე პარტია, რომლის ქცევა არის აუხსნელი. როცა რაღაც გინდა, ხელ-ფეხი გაქვს შეკრული და რაც გინდა იმას ვერ აკეთებ, რა ახსნა უნდა ჰქონდეს ამას – ან არის ძველი მეთოდები, გახსოვთ თქვენ "ნაცმოძრაობის" და იგივე ევროპული საქართველო, ერთი პარტია იყვნენ: კომპრომატები, ერთობლივი კორუფციული სქემები და ასე შემდეგ. დიდი შანსია, რომ ეს იყოს მიზეზი, როდესაც ლოგიკურად ვერ ხსნი ვიღაცის ქცევას, უნდა პარლამენტში შესვლა და ვერ შედის, უნდა რაღაცაზე ხელმოწერა და ვერ აწერს. მე ვარაუდების დონეზე ვსაუბრობ, ეს ბრალდება არაა, არც სახელს გეუბნებით, არც პარტიას...

ამბობს ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

კომენტარები