კორონავირუსი მსოფლიოში

ევროკავშირის ქვეყნებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

Telegraph

ევროკავშირის 27 ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ევროპაში საყოველთაო ვაქცინაცია Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით განხორციელდება

ევროპის სამედიცინო სააგენტომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა ევროკავშირის ქვეყნებისთვის 21 დეკემბერს დაამტკიცა. ევროკავშირის ქვეყნების 446 მილიონი მოსახლის ვაქცინაცია რამდენიმე საათში დაიწყება და ის ეტაპობრივად მოიცავს კლინიკური ჯგუფების მიერ გაწერილ მოქალაქეთა სეგმენტებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირის კორონავირუსით ინფიცირებული 335 000 პაციენტი გარდაიცვალა. სულ დაინფიცირდა 14 მილიონზე მეტი ადამიანი.

ახალ კორონავირუსზე ვაქცინაცია პირველად დიდი ბრიტანეთში 8 დეკემბერს დაიწყო. Pfizer/BionTech-ის ვაქცინას ქვეყანაში დეკემბერის ბოლომდე 4 მილიონი ადამიანი გაიკეთებს. თავდაპირველად, მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, 80 წელს გადაცილებულები და სამედიცინო პერსონალი აიცრება. დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც Pfizer-ის ვაქცინა გამოიყენა. 

ვაქცინაცია უკვე დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

კომენტარები