კორონავირუსი მსოფლიოში

ჯო ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა გაიკეთა

Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო, კომპანია Pfizer-ის ვაქცინა გაიკეთა. ბაიდენმა ამერიკელებს შესაძლებლობისთანავე ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა. 

Pfizer/BionTech-ის ვაქცინის გამოყენება უკვე დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში. ვაქცინა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიერ დამტკიცდა ევროკავშირში შემავალი 27 ქვეყნისთვისაც.

აშშ-ში უკვე ნებადართულია ფარმაცევტული კომპანია Moderna-ს მიერ წარმოებული ვაქცინის გამოყენება. ამის შესახებ ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის ტვიტერზე დაწერა. 

კომენტარები