ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებისთვის ევროპის სამედიცინო სააგენტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა დაამტკიცა.
ევროპის სამედიცინო სააგენტოს რეკომენდაციების მიხედვით, ევროკომისია ვაქცინის საბაზრო ბრუნვას ევროკავშირის 27 ქვეყანაში დაუშვებს.
Pfizer/BionTech-ის ვაქცინის გამოყენება უკვე დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში.
ბრიტანეთში Pfizer/BionTech-ის ვაქცინას ქვეყანაში დეკემბერის ბოლომდე 4 მილიონი ადამიანი გაიკეთებს. თავდაპირველად, მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, 80 წელს გადაცილებულები და სამედიცინო პერსონალი აიცრება.
დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც Pfizer-ის ვაქცინა გამოიყენა.