საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო: დეკანოზ ბასილს "მორალურ-ზნეობრივი დარღვების გამო" მღვდელმოქმედება შეუჩერდება

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო შემოქმედის ეპარქიის მღვდელმსახურ, დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეზე განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს ინფორმაციიით, მას "მორალურ-ზნეობრივი დარღვევევის" გამო მღვდელმოქმედება შეუჩერდა. 

საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"ჩვენი ინფორმაციით, დეკანოზი ბასილი 2019 წლის ბოლოს სამკურნალოდ წავიდა საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში. წასვლიდან რამდენიმე თვეში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) იგი გაათავისუფლა ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან, ვინაიდან იგი რამდენიმე თვის განმავლობაში არ დაბრუნდა საქართველოში.

როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ამა წლის 18 დეკემბერს შემოქმედის ეპარქიის სამღვდელოების კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ამავე კრების ოქმის თანახმად, დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს ,,მორალურ-ზნეობრივი დარღვევების გამო" შეუჩერდება მღვდელმოქმედების უფლება." 

კომენტარები