ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ჩვენი ანგარიშით, მოსახლეობის 15%-ს გადატანილი აქვს ინფექცია

ჩვენი ანგარიშით, დღეს მოსახლეობის, დაახლოებით, 15%-ს გადატანილი აქვს ინფექცია და გარკვეული იმუნიტეტი მათ აქვთ. ჯერ არავინ იცის, რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდება ეს იმუნიტეტი. როგორც ამბობენ, ბოლო მონაცემებით, 8 თვე მაინც გრძელდება, ამიტომ, რეკომენდებულია, რომ ეს ხალხი მაინც აიცრას, მაგრამ არა პირველ რიგში. საზოგადოებრივი იმუნიტეტი რომ შეიქმნას, დაახლოებით, 60% მაინც უნდა იმუნური ფენა, ანუ გადატანილი, პლუს –აცრილი.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები