მე-10 მოწვევის პარლამენტი

ოცნების დეპუტატი: კობახიძეს მკაცრი იმიჯი აქვს, თუმცა, ის იუმორის გრძნობით აღსავსე პიროვნებაა

მინდა გითხრათ, რომ ირაკლი კობახიძე, რომელსაც საზოგადოებაში ძალიან მკაცრი ადამიანის იმიჯი აქვს, სინამდვილეში იუმორის გრძნობით აღსავსე პიროვნებაა. ამიტომ, მისი გუშინდელი გამოსვლა ამის კიდევ ერთი დადასტურება იყო. რაც შეეხება კითხვას, შეუშლის თუ არა ხელს მოლაპარაკებების პროცესს, იუმორს არანაირი მოლაპარაკებებისთვის ხელი არასდროს შეუძლია. არ აქვს მნიშვნელობა, პარლამენტის ტრიბუნიდან იქნება ეს თუ სხვა ადგილიდან. იმ ადამიანებს, თუ ეწყინათ ეს და იუმორის გრძნობა არ აქვთ, ეს მათი პრობლემაა. იუმორი მოლაპარაკებებს ხელს არ შეუშლის

IPN-ის ცნობით, ამბობს ქართული ოცნების ახალი დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე 24 დეკემბრის სხდომაზე ირაკლი კობახიძის გამოსვლის შესახებ.

კომენტარები