მე-10 მოწვევის პარლამენტი

ირაკლი კობახიძეს ერთპარტიულ პარლამენტში ოპოზიცია "ნახევრად სერიოზულად" დააკლდა

ძალიან მოკლედ მინდა შევეხო პარლამენტშია არსებულ სურათს. დღევანდელ სურათს დააკლდა ოპოზიცია.

ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიას და მისი 3%-იანი პარტიის ფასდაუდებელი რჩევები საპენსიო რეფორმის გაუქმების და საბიუჯეტო დეფიციტის წარმოქმნასთან დაკავშირებით.

ძალიან დაგვაკლდა სალომე სამადაშვილი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ ქართული ოცნება ჭეშმარიტად პროდასავლური პარტიაა, ნაციონალური მოძრაობა კი მიხეილ სააკაშვილისა და გუბაზ სანიკიძის ჭაობშია ჩარჩენილი. თუმცა ამ დარბაზში ის მაინც ჩვეული დამაჯერებლობით დაიწყებდა მტკიცებას, რომ ხელისუფლება ქვეყანას ჩრდილოეთისკენ მიაქანებს. 

ძალიან დაგვაკლდა რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტის, ელენე ხოშტარიას მიერ სხდომათა დარბაზში აჟღერებული რუსეთის ჰიმნი. 

პარლამენტში ძალიან დაგვაკლდა რუსულად ნამღერი თბილისო.

ძალიან დაგვაკლდა პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური შემადგენლის პრორუსული პროპაგანდა. 

ძალიან დაგვაკლდა გიორგი ვაშაძე აღმაშენებლის მიერ პლენარულ დარბაზში სწრაფი COVID-ტესტი.

ძალიან დაგვაკლდა პროსტიტუციისა და ნარკომანიის პროპაგანდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შესრულებით. 

ძალიან დაგვაკლდა ნიკანორ მელიას "ვაჟკაცური" პროვოკაციები. 

ძალიან დაგვაკლდა სხდომათა დარბაზში მოსხმული ტოქსიკური სითხე. 

ძალიან დაგვაკლდა ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე, უბრალოდ დაგვაკლდა.

​ძალიან დაგვაკლდა შალვა ნათელაშვილის კომპეტენცია და პატიოსნება.

ძალიან დაგვაკლდნენ სულხან სიბაშვილი, გიორგი გოდაბრელიძე და დავით ხაჯიშვილი, ესენი რას გაგვიკეთებდნენ, ფაქტია, რომ მაინც დაგვაკლდნენ

ეს ნახევრად სერიოზულად...

თქვა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, ერთპარტიული პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები