კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია ასტრაზენეკას ვაქცინაზე: მოლაპარაკებებისას კონკრეტული წინადადებები უკვე იკვეთება

რაც შეეხება "ცივ ჯაჭვს", საქართველოს დღესვე შეუძლია, მიიღოს და განახორციელოს ვაქცინაცია იმ სამი ძირითადი ვაქცინით, რომელიც დღეს ყველაზე რეალური კანდიდატია.

საუბარი მაქვს ასტრაზენეკაზე, რომელსაც სჭირდება 2-დან 8 გრადუსამდე და ეს ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ როგორც კოვაქსის პლატფორმიდან, ისე ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებისას. კონკრეტული წინადადებები უკვე იკვეთება.

ასევე არის ფაიზერის ოფცია, რომელიც მინუს 70 გრადუსს საჭიროებს ვაქცინაციისთვის და რამდენიმე მაცივარი ქვეყანაში უკვე არის. იგივე შემიძლია ვთქვა მოდერნაზე, რომელსაც მინუს 20 გრადუსი სჭირდება, ქვეყანაში ამისი ტექნიკური შესაძლებლობაც არსებობს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კორონავირუსის ვაქცინაზე. მისი თქმით, "მარტი არის ის რეალური დრო, რომელიც გვაქვს განსაზღვრული ვაქცინაციის დასაწყებად, თუმცა, ვცდილობთ, უფრო ადრეც, თუ ამის შესაძლებლობა მოგვეცემა".

კომენტარები