მე-10 მოწვევის პარლამენტი

უგულავა კობახიძეზე: ამ ღლაპის ირონია სერიოზულად მისაღებად არ ღირს

მე ვერ ვიტყვი, რომ დიდად დაგვაკლდა ნორჩი აგრარიკოსი ნინო წილოსანი, ან სიბრძნეების მფრქვევი, ქალბატონი ელისო ბოლქვაძე, ან სხვა ახალი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ზავრადაშვილი და ტალიაშვილი და ა.შ. ბევრი არის იქ ახლად აღმოცენებული ვარსკვლავები. გუშინ, მაგალითად, უმრავლესობამ დალოცვით დაამთავრა მთავრობის დამტკიცება ტრიბუნიდან. ამიტომ, რასაც იმსახურებთ, ის ხართ. თქვენ, მეგობრებო, გააყალბეთ არჩევნები, მიიტაცეთ ძალაუფლება, ახლა დარჩით მარტო სახლში და მოსთქვამთ. ამ ღლაპის [ირაკლი კობახიძე] ირონია სერიოზულად მისაღებად არ ღირს. 

ორი-სამი კვირის წინ, ეს გაუთლელი ღლაპი იმავენაირად ხან იმუქრებოდა, ხან იძახდა, რომ პირველ სხდომაზე შემოვლენო, მაგრამ გაფუფლოვდა...

ასე გამოეხმაურა ფორმულას ეთერში ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის ირონიულ განცხადებას პარლამენტის ტრიბუნიდან. 

კომენტარები