კორონავირუსი საქართველოში

"დეზინფორმაცია ვრცელდება" - რა ტიპის სუნთქვის აპარატები შეიძინა ჯანდაცვის სამინისტრომ

ჯანდაცვის სამინისტრო

"ძალიან ცუდია, რომ ასეთი დეზინფორმაცია ვრცელდება მედიაში ამ საშუალებებთან დაკავშირებით, რადგან ეს არის ის ძირითადი დამხმარე საშუალებები, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია კოვიდით დაავადებული პაციენტების სწორად მართვისთვის" - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტის მიადგილე თამარ გაბუნია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამინისტრომ ჟანგბადის ნაცვლად, "ხვრინვის აპარატები" შეიძინა.

თამარ გაბუნიას განმარტებით, სახელმწიფომ არაინვაზიური ვენტილაციისთვის სამი ტიპის აპარატი იყიდა.

"ხშირად ხდებოდა მულტიფუნქციური ჟანგბადის აპარატების გამოყენება დამხმარე საშუალებად არაინვაზიური ვენტილაციისთვის. ამ პრობლემის გადასაჭრელად, რადგან პაციენტების რაოდენობა იყო ძალიან მზარდი, ჯანდაცვის სამინისტრომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმოდგენილ ნუსხაზე დამყარებით, შეიძინა 3 სხვადასხვა ტიპის არაინვაზიური ვენტილაციის საშუალებები. ეს არის ბიპაპის აარატი, რომელსაც წარსულში იყენებდნენ სუნთქვის აპნოეს სამკურნალოდ, მაგრამ კოვიდის ეპიდემიის მართვის შემდეგ ბევრი ქვეყანა მას იყენებს კოვიდის შემთხვევაში ჟანგბადის წნევით მიწოდების უზრუნველსაყოფად. აპარატი, რომელიც ჩვენ შევიძინეთ, არის აღიარებული ამერიკის წამლის და საკვების სააგენტოს მიერ. ეს მოდელი შევიძინეთ 500 ცალი და მისი ღირებულებაა 700-800 დოლარი, რათა თერაპიულ განყოფილებაში პაციენტს ჰქონოდა ჟანგბადის წმევის მიწოდების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ქართველი ექიმები ძალიან კარგად იცნობენ აპარატების გამოყენების ინსტრუქციას და ამასთან დაკავშირებით ცოტა უხერხულია კომენტარების გაკეთება მავანისგან, რომ ქართველი ექიმები ვერ მიხვდებიან, რანაირად უნდა გამოიყენონ აპარატი" - ამბობს თამარ გაბუნია.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, სახელმწიფომ ასევე შეიძინა მაღალი სიხშირით წნევის მოწოდების 50 აპარატი, ე.წ ვაიფლოუ და 300 ცალი  გერმანული წარმოების კომბინირებული ბიპაპის და ვაიფლოუს აპარატი.

"ასევე ველოდებით დამატებით ძალიან მაღალი სპეციფიკაციის სუნთქვის აპარატებს, რომელიც შეძენილ იქნა მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, ისინი იქნება უკვე რეალურად რენიმაციული, კრიტიკული პაციენტებისთვის, თუ ამის საჭიროება იქნა" - თქვა გაბუნიამ.

კომენტარები