რუსეთი

რუსეთში პუტინის სავარაუდო შვილის მხარდაჭერით შექმნილი TikTok-ის რუსული ვარიანტი გამოვა

რუსეთის წამყვანი მედიაჰოლდინგი, რომელსაც გაზპრომი აკონტროლებს, TikTok-ის მსგავს აპლიკაციას გამოუშვებს.

გაზპრომ-მედიის ხელმძღვანელმა, ალექსანდერ ჟაროვმა, თქვა, რომ კომპანიამ შეისყიდა აპლიკაცია სახელად "Я молодец".

მისივე თქმით, აპლიკაცია შეიქმნა ფონდ ინოპრაკტიკას მხარდაჭერით. როგორც The Moscow times წერს, ორგანიზაციას კატერინა ტიხონოვა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სავარაუდო ქალიშვილი მართავს.

აპლიკაციით მოკლე ვიდეოების გაზიარება იქნება შესაძლებელი. 

მანამდე, ჟდანოვმა ასევე დააანონსა, რომ გაზპრომ-მედია შექმნის YouTube-ის მსგავს ორ ვებგვერდს მომდევნო ორ წელში, აქედან ერთ-ერთი Rutube-ის გაუმჯობესებული ვერსია იქნება. 

გასულ წლებში რუსეთში ახალგაზრდებისთვის YouTube პოპულარული ვებგვერდი გახდა. აქ  ასევე შესაძლებელია დამოუკიდებელი წყაროებისა თუ ახალი ამბებისთვის ნახვა. 

გასულ ოთხშაბათს რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რისი საბოლოო მიღების შემთხვევაში, ინტერნეტპლატფორმების, მათ შორის, YouTube-ის დაბლოკვა შესაძლებელი იქნება, თუ მათ "ცენზურაში" და "დისკრიმინიაციაში" დაადანაშაულებენ.

კომენტარები