არჩევნები 2020

გახარია ოპოზიციაზე: არ მესმის, რა უნდა იყოს მიზეზი, დემოკრატიის ეს მიღწევა არ გამოიყენონ

9 პოლიტიკური გაერთიანებაა საქართველოს პარლამენტში და, დაახლოებით, 60 ოპოზიციური მანდატი. მე უბრალოდ არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმის, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დემოკრატიზაციის ეს მიღწევა არ გამოიყენოს. შეუძლებელია ამაზე ადეკვატური პასუხის გაცემა [...] 

რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავის ვერ ვაიძულებთ, იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და განახორციელოს ის მანდატი, ის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომელიც მას საქართველოს მოქალაქემ დააკისრა. ამას ხომ ძალით ვერ გავაკეთებინებთ ადამიანს, ეს მათი პოლიტიკური არჩევანის საკითხია. ამ პოლიტიკურ არჩევანს, ნაბიჯს  და გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქე, როგორც კი მას ეს შესაძლებლობა ექნება და ექნება შემდგომი არჩევნების პირობებში, ვგულისხმობ მუნიციპალურ არჩევნებს, შესაბამის შეფასებას მისცემს. მე ამაში დარწმუნებული ვარ...

ამბობს პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი გახარია ერთპარტიულ პარლამენტში. გახარიას კითხვებს ქართული ოცნების წევრები უსვამენ.

კომენტარები