გავრილოვის ღამე

ბოკერია კობახიძეზე: ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ ბოდვა ილუზიით, რომ ბოლომდე გაუვათ

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის სიტყვებს ეხმაურება, რომელშიც კობახიძე არ გამორიცხავს, გავრილოვი, ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ერთად მოქმედებდნენ. ბოკერიას თქმით, ეს ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი ბოდვაა.

"აბსურდულია, საბჭოთა ჭაობის სტილში, ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელია, რომ სისულელეს საზღვარი არ აქვს. ისეთი ბოდვაა, რომ თითქოს წამგებიანია, მაგრამ უბრალოდ მათი პროპაგანდის ნიაღვარის ხარჯზე ჯერჯერობით გააქვს. გავრილოვის ამბავზე საჯარო დისკუსია იყო, ეს ხომ ცნობილი იყო დღეების წინ. საჯაროდ მოვუწოდეთ, არ ჩამოუშვათო, დაგეგმილი გვქონდა ჯერ არასაჯაროდ, მერე საჯაროდ წნეხის განხორციელება, რომ ეს არ დაგვეშვა, მაგრამ ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ ბოდვა, ილუზიით, რომ ბოლომდე გაუვათ". – თქვა ბოკერიამ.

ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსთან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ გავრილოვი, ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ერთად მოქმედებდნენ. მისი თქმით, 2008 წელს საქართველოს და რუსეთის ხელისუფლება "სინქრონში მოქმედებდნენ".

კომენტარები